Sunday, July 2, 2017

მე-9 დღე

მოვაწესრიგე ჩემი საქაღალდე, ბლოგზე განვათავსე, გავეცანი ჯგუფის წევრების პროექტებს, ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.

Saturday, July 1, 2017

მე-8 დღე

საბოლოოდ დავასრულე მუშაობა როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის პროექტის გეგმაზე, შევქმენი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.

Sunday, June 25, 2017

მე-7 დღე

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე,კერძოდ, პროექტის მსვლელობაზე.

Saturday, June 24, 2017

მე-6 დღე

ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე, რომლის დროსაც ჩამოვწერე მეთოდები ინსტრუმენტები და მიზნები. შევავსე წინარე ცოდნის გრაფა.

Saturday, June 17, 2017

მე-5 დღე

პოუერპოენტის საშუალებით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, ასევე შევქმენი სლაიდები მასწავლებლის პროექტის გეგმის პრეზენტაციისთვის და შევინახე პირად საქაღალდესა და ბლოგის დისკზე.
 

Sunday, June 11, 2017

მე-4 დღე

გავაგრძელე სასწავლო პროექტზე მუშაობა, დავასრულე მიმართულების მიმცემი კითხვები; სახელმძღვანელოდან გადმოვწერე ის მასალები, რომლებიც დამჭირდება პროექტზე მოსწავლეებთან მუშაობისას; ინტერნეტით მოვიძიე და გადმოვტვირთე სასწავლო პროექტისვის სასურველი სურათები.


Saturday, June 10, 2017

მე-3 დღე

ვიმუშავე ბლოგზე, დავამატეთ ფურცლები და გაჯეტები: მენიუს, გამოკითხვის, სტუმრების.
გავაგრძელე ჩემ მიერ არჩეულ სასწავლო პროექტზე მუშაობა.